RSS

“Melbourne shuffle”

80 წლებში როდესაც პირდევალდ დაუკრეს  Hard House & Techno ხალხმა არ იცოდა კლუბური მუსიკის ქვეშ ცეკვა და დაიწყეს საცეკვაო სტილების არევა, როგორებიცაა
Hard Step, Popping Brekin და სხვები. შედეგი ის იყო რომ ჩამოყალიბდა სრულიად ახალი სტილი, “Melbourne shuffle”.
“Melbourne shuffle” წარმოიშვა ავსტრალიაში ქალაქ მელბოურნში, მისი ცეკვა შეილებოდა მხოლოდ კლუბებში სადაც სპეციალურად იყო დაგებული საცეკვაო მოედანი,რომელიც მოცეკვავეებს უადვილებდა ცეკვას. ეს სტილი არ შექმნილა ქუჩისთვის და შეჯიბრებისთვის ის შეიქმნა, გართობისთვის.
shuffle–ს ძირითადად ვიდეოებიდან და კლუბებიდან სწავლობენ მაგრამ ყველა shuffler–ს აქვს თავისი უნიკალური სტილი,
ეს ის შემთხვევააროცა ყველა პროფესიონალური მასწავლებელი  ზრუნავს რომ მის მოსწავლეებს არ ქონდეთ მისი მსგავსი სტილი.

როცა ავსტრალიის კლუბში “Melbourne shuffle” ცეკვავდნენ ფეხის ყოველი დარტყმით შესრულებულ მოძრაობას მოცეკვევეები სხვა,წარმოუდგენელ სამყაროში გადაჰყავდა.
ეს იყო რაღაც განსაკუთრებული გრძნობა რომელიც ხალხს ავსტრალიის ამ კლუბში მოსვლის სურვილს უჩენდა.

 მორბენალი (Running man) ეს არის მთავარი მოძრაობა ამ სტილში, როცა მოცეკვავე(shuffler) ერთადგილას აკეთებს სვლას, ფეხის წინ ნაბიჯი და გასრიალება,მაგრამ თანამედროვე “Melbourne shuffle”–ში აღარ გამოიყენება ეს მოძრაობა, ის შეცვალა დარტყმებმა(Kick),ბრუნებმა(Spin) და გვერდზე გასრიალებამ(Slide),ასევე ძველის სტილისაგან განსხვავებით აქცენტი ხელის სხარტ და მოქნილ მოძრაობებზე კეთდება.

   21–ე საუკუნის დასაწყისში მოცეკვავეებმა დაიწყეს თავიანთი ცეკვის ვიდეოების განთავსება სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე მაგრამ ინფორმაციის არქონის გამო ადამიანების მცირე ნაწილი თუ იყო დაინტერესებული, მალე უკვე პროფესიონალმა მოცეკვავეებმა განათავსეს სასწავლო ვიდეოები რამაც მეტი ინტერესი გამოიწვია.

თავიდან როგორც ვთქვი Acid House & House ცეკვავდნენ. 90–იანი წლებში სტილს Trance მუსიკაზე ცეკვავდნენ და მაშნ გაიზარდა ამ ჟანრის ცეკვის სისწრაფეც.უკვე 2007 წელს “Melbourne shuffle”–ს ცეკვა უკვე ard trance, hardstyle, hard house, tribal house, техно & hard techno–ზე დაიწყეს.

 საცეკვაო ხელოვნება დროთა განმავლობაში ვითარდება და იხვეწება ზოგს შეიძლება მოსწონდეს ბალეტი, ზოგს ტანგო, გოგიც კიდევ ქართული ხალხური ცეკვებით იყოს მოხუბლული ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ადამინას სიამოვნებდეს ის რასაც აკეთებს გემოვნებაზე კი ვეცადოთ რომ არ ვიდაოთ. 🙂

მამუკა პაპავა 

 
Leave a comment

Posted by on September 1, 2011 in მუსიკა

 

პრეპარატი ვალერიანი

მედიკამენტი ვალერიანი 1991 წელს გამოცდილი ფარმაცევტის მიერ იქნა სამყაროში მიღებული საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში… 🙂

გააჩნია საუკეთესო იუმორის გრძნობა არის საშინლად რომანტიკოსი და უაზროდ ემოციური, ყოველთვის შენთანაა მხიარული და როხროხა.

მთელი წლის ლოდინად ღირს მისი მონსერატისეული ხმით ქუჩიდან შემოყვირება (ანის უყვარს ცხოველური ხმით დაძახება) აუცილებლად უნდა მიიღოთ ნახევარი აბი დღეში სულ…

არ გააჩნია გვერდითი მოვლენები… არ საჭიროებს ექიმის რჩევას… არის ყველაზე ევროპელი და XXII საუკუნის, არ გასდის ვადა… უყვარს ექსპერიმენტები , ჭამს ყველაფერს რისი ჭამაც ნორმალურად შეიძლება იქნებს მიჩნეული, გააჩნია ჭკუიდან გადამყვანი,ლეგენდარული ცისფერი თვალები და საოცარი სიცილი (უკეთესი იქნება თუ ვიტყვით უშვერი ხარხარი)…არასდროს წუწუნებს…

იცის ყველაფერი ყველაზე და ყოველთვის…

გოგოებოოო გამოფხიზლდით დედამიწაზე ისეთი “აჩე” გადაადგილდება 20 ჯერ რომ უყურებთ და მაინ ც მოგწონთ :))

 

ეძღვნება ჩემს ყველაზე მაგარ და საუკეთესო ბავშვობის მეგობარს– მონსერატას

 
Leave a comment

Posted by on August 1, 2011 in Uncategorized

 

ძირს მომღერალი ბიჭოლები, ნინო ჩხეიძეები,ჯოხაძეები და ა.შ.

მიუხედავად იმსა,რომ ინტერნეტ სივრცე გადავსებულია მოაზროვნე ადამიანთა საჭირო თუ არასაირო აზრებითადა იდეებით ვთვლი რომ ჩემთვის და ალბათ რამდენიმე ჩემნაირი შერეკილისთვის არასაკმარისია უკვე კარგად გავრცელებული პოსტები და ათასი უბედურება მუსკასთან დაკავშირებითისედაც თითისტოლა ქვეყანაში ვცოვრობთ წელში ორად გაწყვეტილში და ისევ ჩვენ თუ არა სხვა ვინ დაწერს ამასთან დაკავშირებით?!

არასაკმარისში უშუალოდ ვგულისხმობ უბრალო მოკვდავთა აზრებს იმის შესახებ თუ საერთოდ რას ნიშნავს მისთვის მუსიკათორემ ნამდვილად უზრდელი და ზღვარგადასული უნდა ვიყო ყანჩელის და ფალიაშვილის ქვეყანაში მუსიკის არასაკმარისობაზე რომ ვწერო მითუმეტეს რომ საკრავების მუზეუმი(გაგიკვირდებათ და მსგავსიც მოვეპოვება თბილისში) გადავსებულია ჩვენს ერამდე არსებული ქართული ხალხური საკრავებით

როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ქართველებს განსაკუთრებული აზრი გვაქვს მუსკიასთან დაკავშირებით… დღემდე აქტუალურია თემა თუ რომელი ჟანრია უფრო პოპულარული როკი თუ რეპი,მიუხედავა იმისა რომ დიდ განსხვავებას ვერ ხვდებიან მაგალითად – როკი სატანისტურია და უაზრო ღრიალი,აი რეპს რაც შეეხება ეს სულთან ახლოს მყოფი ანგელოზების მღერაა… მუდამ ჩაგრული და მეამბოხე ფერადკანიანთა ერთადერთი საშუალება გამოხათონ თავის პროტესტი… ვაიმე!!!. შვენ მაინც განსხვავებულები ვართ აქ არის ისეთი ნაღები საზოგადოებაც რომელიებით თვლიან რომ ბუტირკა თავისუფალ დროს და ნინო ჩხეიზე მაშნ როცა კარგ ხასიათზე ხარ… აი ეს კი ნამდვილად ანომალიაა…

მდგრადი განვითარებ ქვეყანაში ხომ არ შეიძლება საზოგადოებაც მდგრადად ვითარდებოდეს?! ან საერთოდ არ ვითარდებოდეს?!!

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, ბარებში კაფეებსა და გაგიკვირდებათ და ბიბლიოთეკებშიც შეხვდებით ყურებ დაცობილ ახალგარზდებს რომლიებიც რიტმული თავსიქნევით და ბასური ნაბიჯებით მიუყვებიან გზას, კითხულობენ ან სხვაგვარად არიან დაკავებულები… და თუ რომელიმე უბრალო „ყურღია“ რაიმეს კითხავს ერთი საათი სჭირდებათ აზრზე მომსასვლელად რომ ჯერ გაარკვინო სად არიან, მერე რა ხდება რომ ყველა ცოცხალია და ა.შ. და ბოლოს თუ გაგვიმართლა კითხავასაც უპასუხებენ!!!(ან რეაგირებას მაინც მოახდენენ როგორმე)

არა მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია მაგრამ როგორც ჩემი ლექტორი იტყვის ხოლმე „მაგრამ არის ერთი ნო“ რატომ არიან ასეთი გათიშულები, რას უსმენენ?! აი აქ კი ცუდადაა საქმე კეითი პერიმ და პიონსემ წაგვლეკა ხალხნო… ამ მხირვ ნამდვილად საშინელი მდგომარეობაა. რატომ უნდა უსმენდეს ახალგარდა საცოცხლით სავსე ბიჭი მაილი საირუსს ან იგივეთ სავსე გოგო რატომ უნდა იყოს ჯასთინ ბიბერსი ფანი?

კარგი დავუშვათ ავიტანეთ ეს ნაგავი ბოდიში მაგრამ მე სხვა ეპითეტი თუ რაღაც არ მაქვს რომ მსგავსი ტიპის მარაზმს ვუწოდო… საქართველოში რატომ მღერის ყველა ვისაც განუსაზღვრელი ხმა აქვს? (სმენისაგან და ვოკალისაგან ღმერთმა დაგვიაროს)…

მართალია არავინაა სრულყოფილი და ვერავის ვერაფერს ვერ მოთხოვ და შეიძლება ვიღაცამმ მითხრას რომ მე ჩემთავს მიხვდედო და საკუთარ 50 წლის ადამიანის გემოვნებაზე ვიზრუნო მაგრამ ოდესმე ვინმემ ხომ უნდა თქვას რომ რაღაც გვეშველოს?! ხოდა თქვით!!! ან გვათქმევინეთ !!!

 
Leave a comment

Posted by on April 10, 2011 in მუსიკა

 

მთვარე

საერთოდაც მთვარეს არ უხდება ვარსკვლავების გვირგინი, ან რატო აწვალებს ამ საწყლებს დადგეს და ენთოს მარტო რა გაახურა?! აი მზე მაგალითად ანთია ბატონო კაშკაშებს თავში აქვს ავარდნილი თუ ვინმე სნობი და მატრკვეცაა მზეზე უფრო უარესი ვინ? ჰაჰა შენ ან მე, არ მაქვს პრობლემა… ეგ რაღაც ვირუსია ადვილად გემართება და თუ დაგემართა დაგერხა ვეღარ განიკურნები… არა ისე თუ დაგემართა განკურნება არც მოგინდება, სიმპტომია ეგეთი. J

ეს მთვარე კიდე ან თითონ გაანათოს ან სხვებს აცალოს! ორგინალურობს რაღაცას!

ერთ ტიპს ვიცნობდი რა უნდოდა არ იცოდა, მარა რაღაც უნდოდა აი ძალიან. ხოდა გოგოებს რო ხიბლავდა კიარადა დაკემსვის სტადიაში სულ მთვარეებზე, ციუ სხეულებზე და ეგეთ რაღაცეებზე ეპალარაკებოდა, გამომივიდა რა ეგეც ასტრონომი მთვარეს ცნობდა მარტო ეგეც საღამოობით ცაზე… მაგრამ რას ვერჩი „პოლიტიკაა ეგეთი“ ილაპარაკე ბევრი იმაზე რაც ყველეზე აქტუალურია და რაზეც ყველა ლაპარაკობს,შენც თუ რამე ამაღელვებელ ფრაზას გამოჩიჩქნი ხო სულ მთლად ავშენდით და ეგარი…

ეს კრეტინი კიდე რა?მთვარე რა საკვირველია, ორიგინალურობს აქ და ხან ამოტრიალდება დან შეისუნთქავს ხან გაიბერება გობმეშოსავით, ისე გომბეშო რა შუაშია რაღაცას მაინც მოთხოვ ბოლოსდაბოლოს აკოცებ და პრინცად ან პრინცესად თუ არა მეჭეჭად მაინც გადაიქცევა და თან მწვანეა და ფერადი… მთვარე?! თეთრი ბალზამირებული მკვდარივით.

ან საერთოდ რატომ არის რომანტიკული მთვარის შუქზე სეირნობა?! სად არის აქ რომანტიკა?! თუ მაგარი ხარ ძმაო დადექი და შუა მზეზე ისეირნე აი ნამდვილი კომპოტი და რომანტიკა და ყველაფერი უბედურება…

 
Leave a comment

Posted by on April 5, 2011 in Uncategorized

 

წვეთი მოწყდა…

იფრინა

იფრინა და

ფოთოლს დაეცა,

გულზე ჩამოსრიალდა

დაამძიმა და მეორე ფოთოლსზე გადაჩოჩდა…

წვეთის კვალი ბრჭყვიალებდა ფოთლებზე…

ალუბლისფერი ცის შუბლზე ღრუბლები წარბებივით ეჯახებოდნენ ერთმანეთს…

დედამიწაზე ისევ ბოულინგს თამაშობდნენ მტვრის ბურთულები…

 

 

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

 
1 Comment

Posted by on April 5, 2011 in Uncategorized